14:42 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 15:08:52, 343 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, ივანიშვილის მარცხით დასრულდება

რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმას.

ბოკუჩავას განცხადებით, "ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა".

"გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე გუშინ, ასევე საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს და აქტივისტს. დიმასაც და გიასაც აღენიშნებათ დაზიანებები. დიმას აქვს სახის ძვლების მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები თავის არეში. ეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავიდა უმოწყალოდ ცემის ფაქტის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის  პირები ივანიშვილის დავალებით და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ თავდასხმას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს.

შსს დღევანდელ ბრიფინგზეც, როდესაც უნდა საუბრობდეს იმაზე, თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. პარალელურად, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ურეკავდნენ ხან დაფარული ნომრებით და ხან ღია ნომრებით, ურეკავდნენ მათ ოჯახის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი სახლების მისამართებზე აპელირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა. ეს არის საზოგადოებაში მასობრივი ტერორის დათესვის მცდელობა საზოგადოების დაშინების, გაჩუმების და გაჩერების მიზნით. რუსული კანონის და რუსეთისკენ აღებული გეზის დასაცავად რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ეს გარდაუვალია. საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ. ამაში დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, მაგრამ ერთი მინდა, იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობს ამ ძალადობაში აქტივისტების თუ ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დაქირავებული მაგინებლების წინააღმდეგაც მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება, ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ, ამას ხედავენ საქართველოში საერთაშორისო მეგობრები, ამას ხედავენ ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე",- აცხადებს ბოკუჩავა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს პროცესებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, ასევე მივმართავ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომ ახალ ნამდვილად მოქმედების დროა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი და რაც მთავარია, მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს - ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვარ - გვერდში გვიგულეთ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება",- აცხადებს ბოკუჩავა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters - ირანის კაბინეტმა ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშნა
Politico - დემოკრატიის დასაცავად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს
მთავრობის სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
დავითაშვილი - წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics