12:51 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 23:07:54, 322 ნახვა

პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს - ვიდეო

პოლიციელებმა სამხედრო ექსპერტი ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს.

ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. მისი თქმით, აბაშიძესთან მხოლოდ სამი წუთით გასაუბრების საშუალება ჰქონდა. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

"უკვე დაკავებული ადამიანი ჩამოჰყავდათ სახლიდან, მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს", - თქვა აბაშიძის ადვოკატმა. 

ბლოგერის მხარდასაჭერად, მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციაც.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. როგორც მისი ახლობლები წერდნენ, აბაშიძეს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას.

აბაშიძემ სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
პრემიერი - კანონზე ახალგაზრდებთან დისკუსიის შეთავაზება ძალაში რჩება - იმედია, ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს რადიკალების ბულინგს
პაპუაშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ - შეგიძლიათ, მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ უბიძგებდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics