00:29 - 21 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 16:43:23, 256 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერატორების საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მსოფლიო საფოსტო კავშირის „Universl Postal Union“ - ის  საფოსტო ოპერატორების საბჭოს (Postal Operators Council) სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 26 აპრილს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საბჭოზე განხილული იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრ ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხი 2024 წლისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
 
ფოსტის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის (Universl Postal Union  Quality of Service Fund) წევრი ქვეყნები აირჩა.

"საქართველოსთან ერთად აირჩა შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები: ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარია, საუდის არაბეთი, ჩილე, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე, ინდოეთი , კოტ-დ' ივუარი.  აღნიშნულ ფონდში, საქართველოს წარმომადგენელი იქნება, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე.
 
UPU-ს მომსახურების ხარისხის ფონდი (QSF) უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოში საფოსტო სერვისის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, შიდა საფოსტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics