23:55 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-10 17:13:35, 293 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,  ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თურქეთი ინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ინვესტორის პოზიციას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე,  აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე,  შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბესელია, ტრაპიზონის ჟანდარმერიის მეთაური გენერალ მაიორი მუსტაფა ერდემი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი  ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
თეირანელი მეხორცეს დასასრული - რას მოიტანს ირანის პრეზიდენტის სიკვდილი?
POLITICO - თუ მთავრობა კურსს შეცვლის, აშშ საქართველოსთვის სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
აბიტურიენტები საპროტესტო მსვლელობით მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics