2016-10-27 12:40:21, 2210 ნახვა
მსოფლიო
Unicef: სირიაში ავიადარტყმებს 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა
სირიაში იდლიბის პროვინციაში სკოლაზე ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, Unicef-ზე დაყრდნობით იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავიადარტყმები ტერორისტების ლიკვიდირებას ემსახურებოდა. "ეს ტრაგედიაა. ეს ძალადობაა. თუ ეს მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულია", - ნათქვამია იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორის ენტონი ლეიკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ლეიკის თქმით, ეს ავიაიერიში შესაძლოა, სირიაში კონფლიქტის განმავლონაში სკოლაზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმა გახდეს. იდლიბის სოფელ ჰაასზე განხორციელებული ავიადარტყმის შესახებ თავდაპირველად სირიის სამოქალაქო თავდაცის აქტივისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ავიადარტყმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 50 კი მძიმედ დაშავდა. ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიამ რამდენიმე "ტერორისტის" მოკვლის შესახებ განაცხადა. რუსეთში გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა იდლიბში სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას საშინელი უწოდა. "ვიმედოვნებ, რომ ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. მე მარტივად ვიტყოდი "არას", თუმცა მე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. უნდა გავიგო, რა განცხადებას გააკეთებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი", - განაცხადა ჩურკინმა. გაერო-ს ინფორმაციით, სირიისა და რუსეთის სამხედრო ძალების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|