16:37 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 15:25:30, 1398 ნახვა

პოლიტიკა
„უგულავა-ბოკერიას ფრთის“ წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს

„უგულავა-ბოკერიას ფრთის“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, - ამის შესახებ მათ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს პარტია იმ რეალობის წინაშე დადგა, როდესაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ხდება.

„რა თქმა უნდა არასწორია ნებისმიერი შეფასება, რომ ხდება გუნდის გასვლა, სინამდვილეში დღეს ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა, ეს არის ემოციურად ძალიან მძიმე განცხადება. ჩემთვის პირადად ეს არის ემოციურად უმძიმესი განცხადება, იმიტომ რომ მე ვიყავი ამ გუნდში, მაშინაც როდესაც ამ გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა და გუნდის ყოფნა-არ ყოფნა დამოკიდებული იყო, სწორედ ჩვენი, ამ ადამიანების სიმტკიცეზე და ერთიანობაზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის თქმით, უთანხმოება ყოველთვის არსებობდა, თუმცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა საკითხები, სადაც პარტიის შიგნით ფუნდამენტური შეუთავსებლობა შეიმჩნეოდა. 

"საკითხები ეხებოდა პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას, წარსულს და მის შეფასებას, პარტიის აწმყოს და ინ მეთოდებს, რომელიც პარტიას უნდა ეკავოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია ეს უთანხმეობა ეხებოდა და ეხება პარტიის მომავალს, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ამ უთანხმების ლოგიკური  კულმინაცია გახლავთ ის დებატი, რომელიც მიმდინარეობადა პარტიის დაგეგემილი ყრილობის გარშემო.  ჩვენი შეფასებით ყრილობა იმ ფორმით, როგორიც ის იგეგმება დღეს, მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გახლეჩას მოემსახურება და ვერანაირად პარტიის გაერთიანების, კონსოლოდაციის ფუნქციას ვერ შეასრულებს", - განმარტა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, პარტიიდან უკვე გასული წევრები,  "ნაციონალური მოძრაობის" სახეს და ხერხემალს წარმოადგენენ.

"თქვენ ხედავთ გუნდს, ადამიანებს, სახეებს, ვინც წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ. ვინც წლების განმავლობაში ამ პარტიის სახელით იბრძოდა და უკან არ დაუხევია. არ დაუხევია მაშინაც, როდესაც ამ გუნდის ძალიან ბევრი წევრის წინააღმდეგ აღიძრა გამოძიება და ჩვენი გუნდის წევრები პატიმრობაში იყვნენ. არ დაუხევიათ უკან აქციებზე, არ დაუხევიათ უკან ქუჩაში, პარლამენტში და დებატებზე. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებმაც ქართული პოლიტიკური მებრძოლების სახელი ღირსეულად ატარეს და მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმს ებრძოდნენ", - განაცხადა დავით ბაქრაძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას ”ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც ენმ-სთან საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის რეგიონში დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა დაშავებულთა 40-მდე
უკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე - ე.წ. ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი
აფხაზავაზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე - მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics