02:20 - 29 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:03:01, 2992 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც ხელი ოფიციალურად დღეს მოეწერება, ევროკავშირის ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც იოზვაკი წერს, ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას 20 დღე სჭირდება.

"ვიზალიბერალიზაციის შესახებ დოკუმენტი ევროკავშირის ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას 20 დღე სჭირდება. შესაბამისად 28 მარტს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა", - აღნიშნა იოზვაკმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია ევროპარლამენტში დღეს გაიმართება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველი - არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
პოლიციამ რამდენიმე დემონსტრატი დააკავა, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილია
თბილისის მერია -აქცია, არის არასანქცირებული
პარლამენტთან კვლავ დაპირისპირებაა, პოლიციამ წიწაკის სპრეი ისევ გამოიყენა - ვიდეო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics