13:30 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 16:10:57, 2638 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა - „ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს და არა ევროპას“

ევროკავშირის საბჭოს დონალდ ტუსკის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურა ამოქმედდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ დონალდ ტუსკს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ მოწერილი წერილი უკვე გადასცა.

ქვეყნის პრემიერი "ბრექსითის" დაწყებასთან დაკავშირებით, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი გამოიყენა. საბუთი აძლევს საშუალებას (თუმცა არ ავალდებულებს) პრემიერ-მინისტრს აცნობოს ევროკავშირის წევრებს, რომ დიდი ბრიტანეთი "ბრექსითის" 2-წლიან პროცედურას იწყებს.

რას გულისხმობს ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი - 2007 წელს ხელი მოეწერა საბუთს, რომელიც ევროპული კავშირის შეთანხმებას გულისხმობს. ის ცნობილია, როგორც ლისაბონის შეთანხმება. ლისაბონის შეთანხმებამ ევროკავშირის კონსტიტუცია ჩაანაცვლა, რომლის წინააღმდეგ ორი წევრი ქვეყანა - საფრანგეთი და ნიდერლანდები გამოდიოდნენ.

ლისაბონის შეთანხმება არის ევროკავშირის ძირითადი საბუთი, რომლის თანახმადაც წევრ ქვეყანას აქვს უფლება კავშირი დატოვოს. სწორედ ამას ეძღვნება 50-ე მუხლი.

"ეს ისტორიული მომენტია, რომლის დაწყებითაც უკან დასაბრუნებელი გზა არ გვექნება. ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს - ჩვენ მივირებთ გადაწყვეტილებებს და ჩვენ პირად კანონებს. კონტროლის ქვეშ იქნება ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გამოვიყენებთ შესაძლებლობას, ავაშენოთ უფრო პატიოსანი ბრუტანეთი, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. 

უკვე გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წერილი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის სახელზე: 

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
BBC - ლიზ ტრასი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უჭერს მხარს
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია იმართება
წილოსანი - სამარცხვინო ზურაბიშვილი ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს - პოლიცია ღირსეულად მართავდა პროცესებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics