07:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:30:08, 2469 ნახვა

სამართალი საზოგადოება
პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ.

სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.

ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება აღარ მოხდება. ამასთან, კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრაც შეიცვლება. 

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.

მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამის ოდენობას შეადგენს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ლიბერალიზაცია იმიტომ ხდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მეორეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. 

"კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“ - განაცხადა ბარამიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, კანონში ცვლილება შედის და ახალი მუხლი ემატება. საუბარია 273-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაბიჯები გადადგმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა როგორც სერგო რატიანი ამბობს, ის არ არის საკმარისი ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics