08:52 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 17:12:59, 3905 ნახვა

კულტურა
პუტინის ახლო მეგობარი გენადი ხაზანოვი თბილისში სპექტაკლებს გამართავს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მსახიობი, რომელიც ყირიმში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს, თბილისში სპექტაკლებს გამართავს.

რუსთაველის თეატრში, 3-8 ივნისს ანტონ ჩეხოვის თეატრის გასტროლებია დაგეგმილი. შესაბამისი აფიშები თეატრის დაფაზე უკვე გამოკრულია.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი 6 სპექტაკლიდან 5 სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი გენადი ხაზანოვი შეასრულებს.

ხაზანოვი 2012 წლის 6 თებერვალს ოფიციალურად დასახელდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის (ამჟამად პრეზიდენტის) ვლადიმერ პუტინის სანდო პირად.

2014 წლის 11 მარტს, გენადი ხაზანოვმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომლის თანახმადაც, რუსეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ყირიმსა და უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს მხარი დაუჭირეს.

მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული: სახალხო არტისტი (1991 წ.); მეგობრობის ორდენი (1995 წ.); სახელმწიფო პრემია (1995 წ.).

2000 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას სახელმწიფოს წინაშე დამსახურების მეოთხე ხარისხის ორდენი გადასცა. 5 წლის შემდეგ, პუტინმა იგი ამავე დამსახურებისთვის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ხაზანოვმა სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის მეორე (2010 წ.) და პირველი (2015 წ.) ხარისხის ორდენებიც მიიღო.

პუტინის მიმართ პატივისცემა თავად ხაზანოვმაც არაერთხელ გამოხატა. მან 2015 წელს გენადი ხაზანოვმა ქვეყნის პრეზიდენტს დაბადების დღეზე საიმპერატორო გვირგვინის ასლი აჩუქა.

თბილისში ჩეხოვის თეატრის გასტროლთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რუსული თეატრის ვიზიტს ქართული მხარე არ აფინანსებს:

„რუსი მსახიობის გენადი ხაზანოვის ვიზიტს თავად "ჩეხოვის თეატრი" აფინანსებს. ასევე, მათ გამოთქვეს სურვილი აქ ჩამოსულიყვნენ და სპექტაკლები გაემართათ, შესაბამისად, ჩამოსვლის ორგანიზებასაც თვითონ ახორციელებენ. საორგანიზაციო საკითხებსაც თვითონ აგვარებენ. ჩვენი მხრიდან კი, მხოლოდ რუსთაველის თეატრის სცენას ვთავაზობთ, რომელშიც საიჯარო საფასურსაც თვითონ იხდიან", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ელისაშვილზე - ყველას ვთხოვ, ვინც კი მისმენს თავი დაანებეთ, პირიქით, დაინახავთ სადმე გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაც არ დაგვაბრალოს
შსს - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 14 პირი დააკავა
პარლამენტის წინ სტუდენტთა ნაწილი მჯდომარე აქციას მართავს
ვაჟა სირაძე - პარლამენტთან დაკავებული არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics