2017-08-20 14:56:38, 2724 ნახვა
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ "ექსპრესნიუსმა" მუშაობა განაახლა
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" ვებ გვერდზე განხორციელდა სააგენტომ მუშაობა განაახლა. სპეციალისტებმა შეძლეს 2009 წლის სემდეგ უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეო არქივის აღდგენა. ასევე შესაძლებელი გახდა "ექსპრესნიუსის" ვებ გვერდის სრულად აღდგენაც. შეგახსენებთ 19 აგვისტოს ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა, შედეგად კი განადგურდა backup და ყველა ფაილი. კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას. "ექსპრესნიუსის" ვებ-გვერდზე უკანონო შეღწევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ა(ა)იპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT)-მა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში კიბერთავდასხმების შედეგად დაზიანდა ქართულ სივრცეში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ვებგვერდი (Gurianews, Iberia TV, Mediachecker, Qartia.org.ge, Epn.ge და სხვ.), რამაც გამოიწვია ამ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა და საქმიანობის პროცესის სერიოზული შეფერხება. "იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გუნდს გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ზემოხსენებული ინციდენტების პრევენცია წარმოადგენს, IDIT მზადაა, სურვილის შემთხვევაში უანგაროდ გაუწიოს დახმარება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთაც არ გააჩნიათ კიბერსივრცეში უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველსაყოფის შესაძლებლობა, და ჩაუტაროს მათ ე.წ. „შეღწევადობის ტესტირება“ (Penetration Test)." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ავტორი: , მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|