2017-09-19 19:27:39, 2681 ნახვა
პოლიტიკა
რა ცვლილებების შეტანას ითხოვს კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტი და ოპოზიცია
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე ერთობლივ დოკუმენტს ავრცელებს. კონსტიტუციის პროექტის გაუმჯობესებასა და კონსენსუსით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობლივი პოზიცია ასეთია: „საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვითვალისწინებთ რა კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. შესაბამისად, კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასა (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე: 1. პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება; 2. საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და ბარიერის დაწევა 3%-მდე; 3. უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზება; 4. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება; 5. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება. ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი“, - ნათქვამია დოკუმენტში. ავტორი: , „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|