2018-04-18 22:31:28, 1841 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა
75 ხმით არც ერთის წინააღმდეგ- პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს კრიმინალურ მენტალიტეტს. ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან უფრო ეფექტიანი გახდება ჩვენი საქმიანობა ამ მიმართულებით და გამკაცრდება ბრძოლა ე.წ. “ქურდული სამყაროს” და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. კანონის მიხედვით, არა მარტო მკაცრდება სანქციები, არამედ ის შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ე.წ. კრიმინალურ მენტალიტეტს, რომელიც არის ჩვენი მომავალი თაობის პრობლემა, ასევე ეკონომიკის და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი და რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე ფართოვდება. დანაშაულად ცხადდება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის/კანონიერი ქურდისთვის მიმართვა. ავტორი: , პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|