2023-04-05 22:26:01, 1963 ნახვა
კომენტარი
გახარია მოსამართლეების დასანქცირებაზე - ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს
ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება, სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. "აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ნათელი სიგნალია იმისა, რომ ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება. ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს", - წერს გახარია. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ
თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|