2023-07-05 11:10:28, 1306 ნახვა
სპორტი
ბაიერნი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული
ვალენსიას ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ბაიერნში გადავიდეს. პატივცემული სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, 22 წლის მეკარე მიუნხენური კლუბის პოტენციური სატრანსფერო მიზნების სიაშია. მისი თქმით, ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა უახლოეს დღეებში დაიწყოს. თავად ფეხბურთელიც დაინტერესებულია ბაიერნში გადასვლით. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მამარდაშვილით ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებული. მეკარე საქართველოს ნაკრებში თამაშობს. პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა თბილისში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, რომელთანაც ევრო 2023-ის 1/4 ფინალში გავიდა. გასულ სეზონში მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით ლა ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|