2023-07-20 13:53:09, 1594 ნახვა
Lifestyle
ედ შირანს დეტროიტის სცენაზე ემინემი შეუერთდა - ვიდეო
ემინემი და ედ შირანი დეტროიტის სცენაზე ერთად წარდგნენ. ეს რეპერის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მისი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლის შემდეგ. ემინემი შირანის ტურნეს ბოლო კონცერტს შეუერთდა და მასთან ერთად თავისი ორი სიმღერა შეასრულა. „ყოველთვის მიხარია დეტროიტში ჩამოსვლა და სიმღერა” – უთხრა ედ შირანმა აუდიტორიას. შემდეგ კი აღნიშნა, რომ ემინემი მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტია და თქვა: „ვიფიქრე, იქნებ შემეძლო მისი ერთ-ერთი სიმღერის ქავერის თქვენთვის შესრულება.” და შირანმა ბენდთან ერთად ემინემის ჰიტის Lose Yourself-ის დაკვრა დაიწყო. Სიმღერის დასაწყისის შესრულების შემდეგ კი სცენაზე სიურპრიზად ემინემი გამოჩნდა და სიმღერა განაგრძო. შირანმა ფანებს უთხრა, რომ ემინემი მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულებას აპირებდა. „მე კი ვუთხარი: არ შეიძლება დეტროიტში ჩამოხვიდე და მხოლოდ ერთი სიმღერა იმღერო. გინდათ მეორეც მოისმინოთ?” ამის შემდეგ მუსიკოსებმა ემინემის 2000 წლის ჰიტი Stan იმღერეს, რომელშიც შირანმა Dido-ს პარტია შეასრულა. „მადლობა, ედ. გაფასებ, დეტროიტ. მიყვარხართ!” – მიმართა შირანსა და მაყურებელს ემინემმა სცენის დატოვებამდე. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს მართლაც საოცარი იყო” – თქვა შირანმა, სანამ შემდეგ სიმღერაზე გადავიდოდა. „ეს ისეთი დასამახსოვრებელი საღამოა, არასდროს დამავიწყდება.” ედ შირანი და ემინები წლების განმავლობაში თანამშრომლობენ. შირანი მიწვეული არტისტი იყო ემინემის სინგლში River 2017 წლის ალბომიდან Revival. ემინემი კი ედ შირანის Remember the Name-ში გამოჩნდა 2019 წლის ალბომში No. 6 Collaborations Project. ავტორი: ექსპრესნიუსი, თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ფავლენიშვილი - გუშინ, ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიყავი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ
ლაშა ფარულავა - ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია
DW - გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში წყალდიდობას ებრძვიან
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|