21:25 - 18 May, 2024
2023-08-26 14:13:52, 990 ნახვა
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართული კალათბურთისთვის ისტორიულ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა კაბო ვერდეს ანგარიშით - 60:85 სძლია. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ - მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|