2023-11-27 20:31:22, 671 ნახვა
სპეციალური ანონსი
28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია გაიმართება
28 ნოემბერი, 10 საათი, ექსპო-ჯორჯია, მე-3 პავილიონი ''ევროკავშირი და საქართველო სოფლის მდგრადი განვითარებისათვის" თემაზე, სოფლის განვითარების კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო ინსტიტუციურ რეფორმებს ახორციელებს, რათა სათანადოდ მოამზადოს სახელმწიფო უწყებები ამ მნიშვნელოვანი გარდაქმნისთვის, სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სექტორი ამ მხრივ საყურადღებო ადგილს იკავებს. "შესაბამისი პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბერს სოფლის განვითარების კონფერენცია მოიწვია, რომლის მუშაობაში სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები ჩაერთნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|