2024-04-08 15:03:35, 370 ნახვა
სამხედრო
8 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსების დღეა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის დაარსებიდან 28 წელი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. „სარიტუალო სამსახურის წარმომადგენლებს პროფესიული დღე, ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და თავდაცვის ძალებში ეროვნული გვარდიის სამხედრო სარიტუალო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაიმართა სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლაც. საზეიმო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ. პირველი „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს კი, ქვედანაყოფს სახელი შეეცვალა და „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|