20:45 - 18 May, 2024
2024-04-22 19:36:47, 395 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - უახლოეს დროში მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ სირთულეების დაძლევას შევძლებთ
უახლოეს დროში მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ სირთულეების დაძლევას შევძლებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირულ ბუდანოვმა განაცხადა. როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, ოკუპანტები ფრონტის ხაზზე ახალი შეტევებისთვის ძალების მობილიზაციას მიმართავენ, ამასთან დასავლეთის დაგვიანებული სამხედრო დახმარების ფონზე შეეცდებიან უკრაინის მოსახლეობაში უიმედობის დათესვას. „ჩვენი შეფასებით, უახლოეს დროში მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ სირთულეების დაძლევას შევძლებთ. არმაგედონი არ მოხდება. პრობლემები მაისის შუა რიცხვებში ნამდვილად შეიქმნება. რუსეთის არმია კომპლექსური ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, მაგრამ კიევის შტურმს არ გეგმავს“, - განაცხადა ბუდანოვმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|