2024-04-24 11:22:53, 279 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა. შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ. „სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ. „ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|