20:33 - 18 May, 2024
2024-04-26 11:08:39, 352 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის მიმართ“, - განუცხადა ესპანელმა დიპლომატიურმა წყარომ უცხოელ ჟურნალისტებს. როგორც მედია აღნიშნავს, აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრებს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ უკრაინას მინიმუმ შვიდი Patriot-ის ტიპის რაკეტა ან სხვა უფრო მაღალი დონის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებოდა, რუსული საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|