18:38 - 18 May, 2024
2024-04-27 16:32:01, 326 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი - ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა
ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ტუსკი ასევე გამოეხმაურა წინა პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას და აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც ანტიევროპული სტრატეგიის ჩამოყალიბება. "დღეს ლვოვის რაიონში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან აყალიბებს საერთო ანტიევროპულ სტრატეგიას. სისულელე? ღალატი? ან ორივე?", - წერს ტუსკი. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|