17:54 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 14:14:11, 273 ნახვა

სამართალი
იმერეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის  გამოყენებით ახდენდა თევზჭერას. 

"თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე. 

სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული. 

ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა
The Times of Israel - ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics