14:31 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-03 14:07:18, 341 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. 

როგორც მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დედაქალაქის ქუჩების ჩაკეტვამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 

„ძალიან ბევრი ფაქტი ვიხილეთ გაბრაზებული მოსახლეობის, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადაადგილებას ცდილობდა. ცხადია, ვიღაცას რაღაც პრობლემა, საჭიროება აქვს, სადღაც მიიჩქარის. გვესმის, ადამიანების გაბრაზების, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს. არანაირი ძალადობა არასდროს არ არის მისაღები - არც ფიზიკური, არც ფსიქოლოგიური. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დაპირისპირების ძალიან ბევრი ფაქტი იყო. როდესაც სადღაც ბავშვი მიგყავს, გეჩქარება, ასევე, მოვისმინე, რომ ერთი სიმსივნით დაავადებული ადამიანი წამლის გასაკეთებლად მიდიოდა, არ უშვებდნენ - მძიმეა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა და მესმის იმ მოქალაქეების პროტესტი, რომლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics