2024-05-03 14:20:35, 352 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - შეურაცხყოფა მომაყენონ და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივეს დაგიბრუნებთ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ, მედიასაშუალების წარმომადგენელთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას უპასუხა. კალაძის თქმით, ჟურნალისტი არ უნდა აყენებდეს რესპონდენტს შეურაცხყოფას, განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად. „დღეს არის პრესის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა და უწოდო უტიფარი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ. შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ელემენტარული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან სხვა კონკრეტულ პოლიტიკოსს. შეურაცხყოფა მომაყენონ და მე თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნებით, რომ უტიფრად იტყუება, მე თქვენ არ გაკადრებთ ასეთ რამეს. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა, რომ „TV პირველთან“ შევსულვარ პოლემიკაში, მაგრამ არასდროს არ გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არავისთვის არასდროს მიკადრებია, თავს დავსხმოდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ყოველთვის ვარ თავდაცვის რეჟიმში. ამიტომ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, რომ იგივეს დაგიბრუნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ
საგარეო - ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას
Reuters - ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა
როიტენი - მოვუწოდებ ევროკომისიას, დაუყოვნებლივ მოამზადონ სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|