2024-05-03 15:09:45, 429 ნახვა
მსოფლიო
Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა
თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად ღაზაში გაუარესებული „ჰუმანიტარული ტრაგედია“ სახელდება. „ისრაელთან დაკავშირებული ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები, რომელიც ყველა პროდუქტს მოიცავს, შეჩერებულია. თურქეთი მკაცრად და მტკიცედ განახორციელებს ამ ახალ ზომებს, სანამ ისრაელის მთავრობა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტ და საკმარის ნაკადს არ დაუშვებს“, - წერს მედია უწყების განცხადებაზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, გასულ თვეში თურქეთმა ისრაელში გარკვეული პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა. როგორც ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, შეზღუდვა იმოქმედებდა მანამ, სანამ ისრაელი "არ შეწყვეტდა ცეცხლს და არ დაუშვებდა ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას ღაზას სექტორისთვის". ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
კიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|