2024-05-03 23:14:22, 326 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ წერს. როგორც მიშელი წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. "ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. აქტიური დებატები ახლა ქვაკუთხედია და ის ნამდვილად საჭიროა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს შარლ მიშელი. ავტორი: ექსპრესნიუსი, დღეს, 18 მაისს, 17:00 საათზე სტუდენტური მარში გაიმართება
დაფიონი კობახიძის მიერ საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე წასვლა, სტუდენტური ფიცის ღალატი იქნება
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
|
ომი უკრაინაშიკიევი აშშ-ს სთხოვს დაზვერვის მონაცემებს რუსეთის სამიზნეებზე
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|