15:56 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-04 11:33:27, 359 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ფრაზა „ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია "ხიდი მომავლისკენ", რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს. 

„მოხარული ვარ, დღეს მასპინძლის რანგში მოგმართოთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე, გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში.

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია "ხიდი მომავლისკენ", რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად.

ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის.

ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს.

მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე - მათი მიტინგზე გამოსვლა შეურაცხმყოფელია
ღარიბაშვილი პრეზიდენტზე - თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას
ღარიბაშვილი - თუ კანონში დამატება მოხდა, იქვე რატომ არ მოახდინეს რეაგირება
საია - მოვუწოდებთ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ, ხოლო თსუ-ს სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics