15:35 - 11 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 20:55:31, 9751 ნახვა

ციტატები
ვახუშტი მენაბდე -თუ ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ამას სამართლებრივი გავლენა ვერ ექნება

"თუ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე ამას მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნველობა ექნება და არა სამართლებრივი.  - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი მაინც შეიკრიბება. თუნდაც 60 დეპუტატი გადადგეს.
" ბევრმა იკითხა: რა მოხდება თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოახადებს და მანდატებზე უარს იტყვის? წინასწარ ვიტყვი, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძღვენა ეს პოსტი სამართლებრივ ნაწილზე ვამახვილებ ყურადღებას. 
კონსტიტუციის მიხედვით: პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.ის უფლებამოსილებას იძენს წევრთა 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს აცნობებს არჩევნების შედეგებს და სამანდატო კომისიას გადასცემს დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში (რომელი უბრალო უმრავლესობით მიიღება) არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:
ა) გასაჩივრებულია სასამართლოში;
ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
საკითხს შეისწავლის პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც განიხილება უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ეს ნორმები აჩვენებს, რომ უფლებამოსილების ცნობა არჩეული პირის სტატუსთან შეუთავსებლობას ეხება და არა მის სურვილს საბოლოოდ დაიჭროს ან არა დეპუტატის ადგილი. - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წიგნაძე - გადმოხტა ჯგრო და დამიწყეს რტყმა - მეცინებოდა ისეთი შემართებით იბრძოდნენ განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ
ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან
შსს - ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის არის დაკავებული
ქალაქ კასპში ანტონოვსკაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics