2023-02-17 23:02:08, 1746 ნახვა
კულტურა
სან ფრანცისკოში US International Open Music Competition პიანისტმა სესილი სივსივაძემ I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ აშშ-ში სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურზე ლაურიატის წოდება მოიპოვა. "ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ქ. სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს სესილი სივსივაძემ ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, ამავე წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი; გასულ წელს სესილი სივსივაძემ ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|