2023-04-05 21:41:37, 1974 ნახვა
კომენტარი
მურუსიძე დასანქცირებაზე - აშშ-ში და EU-ში ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია, მაგრამ გადაუტანია
პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებულ სანქციას, მოსამართლე ლევან მურუსიძე "მთავარ არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია დასანქცირება რომ ეკუთვნოდეს და სიტუაციას აფასებს, როგორც უსამართლოს. "პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ახლა. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რაღაცა და რამე, არც ანგარიშები არა მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შეგვიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია", - განაცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ოპოზიციური პარტიები - განცხადებები რუსული კანონის შელამაზების შესახებ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ჭიაბერაშვილი - საქართველო გზის გასაყარზეა - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ბელარუსიზაციასთან, უნდა შეწყდეს
საპატრიარქო - ქაშვეთი აქციების დროს, ღამით, ღია აღარ იქნება
„ექსპო ჯორჯიადან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა მიმდინარეობს
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|