2023-04-06 00:30:04, 1354 ნახვა
კომენტარი
კობახიძე სახდეპზე - ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში
ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მათი მხრიდან დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებში ჩარევა მოხდეს. "ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ. ეს ხო არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ხო, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ. ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატო უმალავენ, კაი ენჯეოების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატო არ ამბობ თუ მტკიცებულება გაქვს, აქ სად არის ლოგიკა. რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში. ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად," - ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, ლანდსბერგისი - აშკარაა, როგორი მომავალი სურს საქართველოს მოსახლეობას - მათთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს
13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება
პაპუაშვილი - ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ენმ-ის სტილია, ეს არის ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|