2023-04-06 20:12:17, 1301 ნახვა
კომენტარი
იუკნევიჩიენე სანქციებზე - მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია
ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება, დიდი პროცესის დასაწყისია, რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერას ის ამაზე კომენტარს წინასწარ ვერ აკეთებს. "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და მესიჯია სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ევროპულ პარლამენტს არა ერთხელ მოუთხოვია სანქციების დაწესება, მაგრამ საუბარია სანქციების დაწესებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონის მიმართ, რომელიც ყველაფრის უკანაა, მათ შორის მოსამართლეების, მართლმსაჯულების და პოლიტიკური სისტემების, ბუნებრივია, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. მჯერა, რომ მოსამართლეების საქმე და ეს გადაწყვეტილება პროცესის დასაწყისია. რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გაზიარებას ევროკავშირში, ვნახოთ, ჯერჯერობით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. აქ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ერთსულოვნებაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა იუკნევიჩიენემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. ავტორი: ექსპრესნიუსი, წიგნაძე - გადმოხტა ჯგრო და დამიწყეს რტყმა - მეცინებოდა ისეთი შემართებით იბრძოდნენ განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და 2 გოგოს წინააღმდეგ
ღარიბაშვილი - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან
შსს - ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის არის დაკავებული
ქალაქ კასპში ანტონოვსკაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|