2023-04-17 22:17:31, 1260 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: კარა-მურზა რუსეთის მთავრობის რეპრესიების სამიზნეა
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს და რუსეთის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "კარა-მურზა რუსეთის მთავრობის მიერ რეპრესიების ესკალაციის კამპანიის კიდევ ერთი სამიზნეა. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას კარა-მურზასა და რუსეთში მყოფი სხვა 400-ზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ილია იაშინი და მრავალი სხვა, რომლებიც ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას და თანამოქალაქეებს დიდი პირადი მსხვერპლის ხარჯზე. ჩვენ ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებს და მხარდამჭერებს რუსეთში და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. დღეს რუს პოლიტიკოსს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ღალატის, „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ყალბების“ ბრალდებით. ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|