2023-06-08 10:43:27, 1626 ნახვა
კულტურა
ბრუნო მარსი „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ბრუნო მარსი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს. ბრუნო მარსი მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარსდგება. ბილეთების შეძენა 20 ივნისს 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. "15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია. პოპ მუსიკის, R&B, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. ბილეთების შეძენას 20 ივნისის 10:00 საათიდან შეძლებთ. ღონისძიების დასაწყისი: 21:00. კარები გაიღება: 17:00 Starring Georgia 2-წლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში საქართველო და შეკვეთილი მთელი თანავარსკვლავედის მასპინძელი გახდება, რადგან ისეთი არტისტები ეწვევიან, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა თაობის და მუსიკალური ჟანრის მსმენელ ადამიანებს აერთიანებს. მათ შორისა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream",- ნათქვამია „ბლექ სი არენას" ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, მეუფე გრიგოლი - 292ნახვები ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|