2023-08-16 13:54:54, 1073 ნახვა
სპორტი
ქართული რაგბის პიონერი ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა
კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა ქართულ რაგბს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ბესარიონ ლილუაშვილი გარდაიცვალა. დაიბადა ვანის რაიონის სოფელ შუაგორაში. ბავშვობაში დაინტერესებული იყო კალათბურთით და ფეხბურთით. მართალია, რაგბის თამაში გვიან, 23 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისში, მაგრამ უკვე ორ წელიწადში სსრკ პირველი ნაკრების წევრი გახდა. უნივერსალი მორკინალი, 3-8 ნომერი. ქუთაიოსის „აიაში“ („სახლმშენი“, „მშენებელი“) საბჭოეთის სამგზის (1987, 1988, 1989) ჩემპიონი და ბრინჯაოს (1985) პრიზიორი, ორგზის (1987,1990) თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი რაგბში და ლელობურთში; სსრკ ჩემპიონატის (1981) ბრინჯაოს პრიზიორო თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში; საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ჩოხატაურის „ჯანის“ რიგებში. სსრკ ნაკრებში ევროპის ერთა თასის ორგზის ვერცხლის (1986-87, 1988-89) და ორგზის ბრინჯაოს (1981, 1983) პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ბორჯღალოსანთა პირველი ტესტის მონაწილე (12.09.1989, ქუთაისი, ზიმბაბვე - 16:3) 1989-1990 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი. დაკრძალვა ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, ვანის რაიონი სოფ შუაგორა; გამოსვენება 14 საათზე ქუთაისის რაგბის სტადიონიდან ავტორი: ექსპრესნიუსი, 18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ კანონპროექტი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
კობახიძე - კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, ეს გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება
შსს - ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ მელიასგან, ელისაშვილისგან, გვარამიასგან, ვაშაძისგან, ჯაფარიძისგან 1 200 ლარი მიიღო
კალაძე - საჭიროა შევიარაღდეთ სიმართლით და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ქვეყნის წინაშე
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|