2023-08-22 22:29:01, 1775 ნახვა
Lifestyle
იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
იტალიელი პოპ მომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იტყობინება. კუტუნიო დიდი ხნის განმავლობაში ავად იყო და ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს მდგომარეობის გაუარესების გამო. მომღერლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო. წარმატება მას 1970-იანი წლების შუა ხანებში მოვიდა, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფეებმა, ისეთებმა როგორიც იყო ჯო დასენი. კუტუნიო ფლობს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა "Et si tu n'existais pas", "Salut" და "L'Été indien". როგორც კომპოზიტორის სხვა ვარსკვლავებმაც შეასრულეს კუტუნიოს სიმღერები - მათ შორის იყვნენ ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიუ, დალიდა. 1980 წელს კუტუნიომ გაიმარჯვა კონკურსში სან რემოში და შემდგომ წლებში მან არაერთხელ მოიგო პრიზები. სან რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები "L'italiano" და "Serenata" კარგად იყო ცნობილი საბჭოთა პოპ-მოყვარულებისთვის. კუტუნიომ საქართველოში არაერთი კონცერტი გამართა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას
კალაძე - ვერ მოინახა ერთი დალოცვილი ადამიანი, ვინც შეძლებს, რაიმე არგუმენტი წარმოადგინოს
იაგო ხვიჩია - გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს
კალაძე - როგორ შეიძლება, გვინდოდეს რუსეთი? - წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი?
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|