06:34 - 12 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 10:17:39, 718 ნახვა

სამხედრო
ბურჭულაძე - სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში უწყების თავდაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა შეაჯამა.

„თავდაცვის უწყებისთვის 2023 წელი რეკორდული იყო - ვუმასპინძლეთ 27 სხვადასხვა ღონისძიებას, სწავლებას და, ასევე, საზღვარგარეთ 40 სხვადასხვა სწავლებაში მივიღეთ მონაწილეობა. მათ შორის იყო ისეთი სწავლებები, სადაც ევროპის ქვეყნების, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოებიდან, 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი განმარტებით, სამხედრო განათლების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს დიდ გამოცდილებას სძენს და ნატოსთან თავსებად ძალად აყალიბებს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტებზე. 

მისი განცხადებით, ალიანსის წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დელეგაციის ქვეყანაში სტუმრობა მიუთითებს საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თავსებადობაზე.

„ნატოს ქვეყნებშიც კი, უმრავლესობაში, კომიტეტი, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სრული შემადგენლობით არ არის ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორი თავსებადი ვართ მათთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics