2024-03-28 15:18:30, 389 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს ამბობს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის ომის თავიდან არიდებას ცდილობს
გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების მიწოდებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ ცდილობს, რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი ომი თავიდან აირიდოს,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
კანცლერის თქმით, "გერმანია უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაზე მეტად ეხმარება".
"უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ომის ესკალაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატოს შორის“, - განაცხადა შოლცმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,