2024-04-09 09:27:06, 370 ნახვა
სპეციალური ანონსი
„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - დღეს მარში გაიმართება
"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით, დღეს, 9 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. მარში, რომლის ორგანიზატორებიც სამოქალაქო ორგანიზაციები არიან, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. "9 აპრილს, 18:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება! შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. გუშინ, 8 აპრილს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა. გუშინვე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრა გამართა და როგორც მისი ადმინისტრაცია იტყობინება, "ელჩებთან რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები განიხილა". პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდალი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ევროპის მოედანზე კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა
ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ხაბეიშვილი - სახის ძვლები ხორცდება, ჩემს მაგალითზე გეუბნებით, მაგრამ როგორც კი ხალხი ხელისუფლებას გადატეხს წელში, ვეღარ გამთელდებიან
რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით „ევროპის მარში“ იმართება
|
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|