2024-04-18 11:54:54, 272 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული პირი კარგად გაერკვეს ამ კანონის მნიშვნელობაში და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირები, წლის ჭრილში ადეკლარირებდნენ იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან". „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონის სულისკვეთებაში ყველა დაინტერესებული პირი გაერკვეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი იურიდიული პირი წლის ჭრილში ადეკლარირებდეს იმ შემოსავლებს, რომელიც მიღებულია უცხოეთიდან და შესაბამისად, ამ საერთო მიზანს ემსახურება - მეტ გამჭვირვალობას. როგორც მოეთხოვება მთავრობას გამჭვირვალობა, ასევე ყველას, ვინც საჯარო სფეროში მოღვაწეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლიურად ახდენდეს ამ შემოსავლების დეკლარირებას. ეს არ ქმნის პრობლემას ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც გრანტებით და სხვა დახმარებებით ახორციელებენ მათ საქმიანობას, იღებენ განათლებას, თუმცა, არსებობს მთელი რიგი ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წლის განმავლობაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მალავს ინფორმაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონის საფუძველზე დარეგულირდეს მათი შემოსავლები", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|