2024-04-21 11:17:27, 382 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას გამოვიყენებთ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება - აშში-ის მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ როგორც ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს... მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს",- აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება
პაპუაშვილი - ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ენმ-ის სტილია, ეს არის ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ
უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, 22:00 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბებიან
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|