2024-04-21 14:25:55, 367 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც კალასი სოციალურ ქსელში წერს, "საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის დახმარებაა". "აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი",- წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშივოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 546 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 330-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|