06:43 - 13 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 14:46:17, 268 ნახვა

რეგიონი
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება - ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. 

"ისინი ასევე სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. 

წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-მდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს. 

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზეც ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა  20-მდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics