2024-04-22 09:28:17, 361 ნახვა
სამართალი
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები - რაიმე სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა. "მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია "ტელეგრამში" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა",- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელ "ტელეგრამზე", რუსულენოვან არხში ანონიმური პირები იტყობინებოდნენ, რომ 22 აპრილს, თბილისში მდებარე რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|