2024-04-22 15:00:51, 264 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული კომპანია Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა. "მესტია და, ზოგადად, სვანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია - მესტიის აეროპორტის არსებული ტერმინალი ვეღარ უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი ნაკადების გამტარუნარიანობას, იზრდება ფრენების რაოდენობაც და, შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მესტიაში აშენდეს აეროპორტის ახალი ტერმინალი. მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია მთავრობის იმ პრიორიტეტებში, რომლებიც, უპირველესად, გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის დაბალი ფასებით გადაადგილებას, ასევე სვანეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან ხდება შიდა ფრენების სუბსიდირებაც. მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან. ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები. ტერმინალის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), გომელაური - გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პროვოკაციაში და თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მეტრო მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები - მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება, აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის
პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|