2024-04-22 16:29:58, 272 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. „პროექტი ითვალისწინებს 2400 გრძივი მეტრი ამორტიზებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მეუფე გრიგოლი - ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან
გახარია - ხელისუფლებამ ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა
ოპოზიციონერ პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ
„გავათენოთ საქართველოსთვის“ - პარლამენტთან კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|