2024-04-22 17:46:46, 275 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, საპარლამენტო ფორმატში მოხდება კანონპროექტის პუნქტობრივი განხილვა და საზოგადოებას ექნება მისი შეფასების უფრო უკეთესი შესაძლებლობა. „კანონის მიღების პროცესში იქნება შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, რომ ეს სწორი ფორმატი, ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, ამიტომ, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებსაც განსაკუთრებული წინააღმდეგობა აქვთ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შეეძლებათ, კონკრეტულ მუხლებზე, კონკრეტულად შინაარსზე დასვან კითხვები და საზოგადოება შეაფასებს, თუ რა არის ამ კანონის შინაარსის მიღმა, ყველა გაიგებს, რა არის არგუმენტები, რა არის კონტრარგუმენტები და დასკვნას გამოიტანს", - აღნიშნა მინისტრმა. მისივე შეფასებით, როცა საუბარია გამჭვირვალობის მოთხოვნაზე, ანგარიშვალდებულებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), გომელაური - გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პროვოკაციაში და თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მეტრო მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები - მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება, აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის
პრეზიდენტი - კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ელი ნოემბრისთვის - ვინც მოვა ხელისუფლებაში, გადაწყვეტს, რუსულია თუ არა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|