2024-04-23 13:04:56, 290 ნახვა
სამართალი
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს. "მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში, 38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა
ზურაბ თენიეშვილი აჭარის დასაქმების სააგენტოს 2025 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრო
კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთიშებით სასწავლო პროცესს და გაფიცვას ვუერთდებით
სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა უმოკლეს ვადებში მოახდინოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 482 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 479 710-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|